logo
ENG



კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სვიატოშინის რაიონში საწყობი დაიწვა, დაშავდა ერთი ადამიანი

16 სექ 202610:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/16/auix6gvb9fmw1e0.jpeg

16 სექტემბრის ღამეს რუსეთის ძალებმა კიევზე რეაქტიული ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დედაქალაქის სვიატოშინის რაიონში საწყობის შენობაში ხანძარი გაჩნდა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაობს ასრულებენ.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დილით სვიატოშინის რაიონში საწყობებზე დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მისი თქმით, დაშავებული სასწრაფო დახმარების მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ფართობი და შენობისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბი ამ დროისთვის ზუსტდება.

კიევში საჰაერო განგაში 05:05 საათზე გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც ქალაქისკენ რუსული რეაქტიული დრონის მოახლოების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

 


close დახურვა