logo
ENG



კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა — დაიღუპა ერთი ადამიანი

14 მაი 202610:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/14/st5gtybew4okw7l.png

კიევზე რუსეთის კომბინირებული შეტევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. მათ შორისაა ერთი თვის ჩვილი. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურსა და ქალაქის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაშავებულებიდან 20 ადამიანი საავადმყოფოში რჩება, მათ შორის ბავშვიც.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის, პაველ პეტროვი თქმით, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ყველაზე მძიმე ვითარება დარნიცკის რაიონშია, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მთლიანად განადგურებულია 18 ბინა.

რუსული იერიშის შემდეგ კიევის ნაწილში წყალმომარაგების შეფერხებებიც დაფიქსირდა.


close დახურვა