logo
ENG



კიევი ახალი დახმარების მოლოდინში

10 იან 202420:39
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინა ლიეტუვისგან 200 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პაკეტში შევა ჯავშან მანქანები, საბრძოლო  მასალა, გენერატორები და დეტონაციის სისტემები. ახალ დახმარებას კიევს უახლოეს პერიოდში გადასცემენ. ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის შემდეგ  ტალინსა და რიგასაც ეწვევა. 


close დახურვა