logo
ENG



კიევის მახლობლად, სარდაფში, ექვსი ადამიანი მოკლული იპოვეს

12 აპრ 202216:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/12/kph5s76kwek0q54.jpg

უკრაინის პროკურორების განცხადებით, ბროვარიში, კიევთან ახლოს, შენობის სარდაფში, ექვსი ადამიანი იპოვეს მოკლული ცეცხლსასროლი იარაღით.

"კერძო საცხოვრებლის შემოწმების დროს, სარდაფში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ექვსი ადამიანი იპოვეს," - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

გენერალური პროკურორის თქმით, მკვლელობა რუსულმა სამხედრო ძალებმა დაგეგმეს მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრნენ. 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მოკლულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ლტოლვილად და დევნილად იქცა 10 მილიონზე მეტი ადამიანი. რუსი ჯარისკაცები სასტიკად უსწორდებიან სამოქალაქო პირებს.

მას შემდეგ, რაც კიევის ოლქიში ქალაქი ბუჩა რუსებისგან გათავისუფლდა, აქ ასობით სამოქალაქო პირის ცხედარი აღმოაჩინეს. ზოგიერთი მათგანი სარდაფში, ხელშეკრული იყო და ტყვიები ზურგიდან ჰქონდათ ნასროლი. რუსები ხოცავენ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს. 

ქალაქი მარიუპოლი კი ამ დრომდე ალყაშია. ის ადამიანები, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები არ კლავენ, შიმშილით და უწყლობით იხოცებიან. 


close დახურვა