კიევის ოლქის ქალაქ მაკაროვში 132 ცხედარი იპოვეს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის 40% განადგურებულია.
"აღმოვაჩინეთ 132 ადამიანის ცხედარი, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა დაცხრილეს. ქალაქის ნაწილი განადგურებულია, ხოლო შენობები აღდგენას აღარ ექვემდებარება. ცხედრები ვიპოვეთ, როგორც ცალკეულ ქუჩებში, ისე მასობრივ საფლავებში", - ამბობს ადმინისტრაციის უფროსი ვადიმ ტოკარი.