კიევის რეგიონში, იმ სოფლებში, რომლებიც რუსებს კვირების განმავლობაში ოკუპირებული ჰქონდათ, პოლიციამ დამატებით 20 დაღუპული უკრაინელი მოქალაქის ცხედარი იპოვა.
ამის შესახებ კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.
„მხოლოდ გუშინ დამატებით 20 დაღუპულის ცხედარი ვიპოვეთ. ძირითადად ბოროდიანკასა და ახლომდებარე სოფლებში, ისევე, როგორც ვიშოგოროდის დასახლების სოფლებში“, - განაცხადა ნებიტოვმა.
ნებიტოვის ცნობით, საერთო ჯამში პოლიციამ კიევის რეგიონში უკვე იპოვა და სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა 1 235 უკრაინელის ცხედარს.
პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათი უმეტესობას მსუბუქი იარაღით მოკლეს.
„მე მინდა ვთქვა, რომ მათი უმეტესობა დაიღუპა მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიით. შესაბამისად, შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციის მასშტაბურ დანაშაულებზე კიევის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ნებიტოვმა