logo
ENG



კიევის რეგიონში კადიროველებმა 10-ზე მეტი დაჭრილი რუსი სამხედრო დახვრიტეს

13 მარ 202217:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/13/nisn1joy77jxd7l.jpg
AP

უკრაინული გამოცემა Українська правда უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ კიევის რეგიონში რამზან კადიროვის ჯარებმა 10-ზე მეტი დაჭრილი რუსი სამხედრო დახვრიტეს. ისინი ბელარუსში უნდა გადაეყვანათ.

„მიღებული ინფორმაციით, 12 მარტს დაახლოებით 4 საათზე, სოფელ ბოროდიანკაში, ბუჩანსკის დასახლებაში, კიევის რეგიონში, რომელიც რუსეთისა საოკუპაციო ძალებს აქვთ დაკავებული, კადიროველებმა 36-ე ავტომატური იარაღის ბრიგადის 12 დაჭრილი სამხედრო დაცხრილეს. ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალებში მსახურობდნენ და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნდა გადაეყვანათ. დეტალები ზუსტდება“, - წერს Українська правда.

ვერხოვნა რადას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრი ფიოდორ ვენისლავსკი აცხადებს, რომ ჰიტლერისა და სტალინის საომარი მეთოდების მსგავსად. საოკუპაციო ძალებში შეიქმნა „დაცვის რაზმები“.

ვენისლავკის ინფორმაციით, ასეთი კადიროვის სამხედროების ასეთი სპეციალური დანაყოფები კიევის მიმართულებით არიან განლაგებული (კიევი, ირპენი, გოსტომელი, ბუჩა). ისინი ცეცხლს უხსნიან იმ რუს ოკუპანტებს, ვინც უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკებებს თავს აარიდებს.


close დახურვა