logo
ENG



კიევმა საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემა მიიღო - კლიჩკო

28 ოქტ 202218:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/28/c22a0uv9qw3n7h1.png

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქმა საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემა მიიღო.

"სამხედროებმა დამარწმუნეს, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენი ცა უფრო დაცული იქნება. ვიმედოვნებთ, რომ კამიკაძე დრონების მეშვეობით მოწყობილ თავდასხმებსა და პროვოკაციებს ავირიდებთ", - თქვა კლიჩკომ.

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, შესაძლოა, რუსეთმა ირანთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რაც ირანული Arash-2 ტიპის დრონების მიწოდებას ითვალისწინებს, თუმცა თავის მხრივ ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".

ბოლო პერიოდში რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე იერიში მიიტანა. მოსკოვმა თავდასხმების დროს ირანული კამიკაძე დრონები გამოიყენა - შეტევების დროს ათობით ადამიანი დაიღუპა.  

 

 


close დახურვა