2 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ აფეთქებას კიევის ცენტრში. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ დაღუპულს, რომელიც სამხედრო მოსამსახურე იყო და დონბასის რეგიონში მსახურობდა, თან ხელყუმბარა ჰქონდა. პოლიციის ცნობით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე 2 მამაკაცი ქუჩაში საუბრობდა. არსებობდა თუ არა მათ შორის კონფლიქტი, გამოძიებას ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს.
მომხდარის შედეგად ასევე დაშავდა 1 ადამიანი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.