კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე დედაქალაქში რუსი სამხედროების ქმედებებს 228 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 4 ბავშვი.
მათივე ცნობით, სულ კიევში ამ დროისთვის 36 საცხოვრებელი სახლი, 5 კერძო სახლი, 6 სკოლა, 4 საბავშვო ბაღი განადგურდა. 57 საცხოვრებელ სახლს ფასადები და აივნები დაუზიანდა.
რაც შეეხება დაშავებულებს, საომარი მოქმედებების დროს დაშავდა 912 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი.