logo
ENG



კიევში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

01 ოქტ 202009:32
3 წუთის საკითხავი
clock 476
bs509n5kbj3c6mq.jpg

კიევში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ meduza.io ავრცელებს.

ამერიკელი ქალი რკინიგზასთან ახლოს ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ტოლბუხინას ქუჩაზე იპოვნეს. გარდაცვლილის ნივთების შემოწმებისას, პოლიციამ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აღმოაჩინა. 

არსებული ვერსიით, ქალი ცემის შედეგად არის გარდაცვლილი. პოლიცია შავგვრემან მამაკაცს ეძებს, რომელიც დაახლოებით 30-40 წლის ასაკისაა. 

კიევის პოლიცია ამერიკის საელჩოს თანამშრომლის გარდაცვალებას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

ვრცელდება გარდაცვალების მეორე სავარაუდო ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ქალმა მოძრავი მატარებლის ხმა ვერ გაიგო, რადგან ყურსასმენებს ატარებდა.


close დახურვა