კიევში ბრიტანეთის საელჩო მუშაობას მომავალ კვირაში განაახლებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ნიუ-დელიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის დელეგაცია კიევიდან ლვოვში 18 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს.
მანამდე იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქვეყნებმა უკრაინის დედალაქში საელჩოების დაბრუნების შესახებ განაცხადეს.
პირველი ქვეყანა, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ კიევში თავისი დიპლომატიური მისია დააბრუნა, თურქეთია.