logo
ENG



კიევში ბულგაკოვის ქუჩას ბუბა კიკაბიძის სახელი მიენიჭა

09 თებ 202417:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/09/aan8xb7hmuieshn.jpg

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსი მწერლის, მიხეილ ბულგაკოვის ქუჩას ვახტანგ კიკაბიძი სახელი მიენიჭა.

კიევის საქალაქო საბჭოს ცნობით, დერუსიფიკაციისა და დეკომუნიზაციის პროცესის ფარგლებში, მთლიანობაში სახელები ქალაქის 10 ობიექტს გადაერქვა. გადაწყვეტილება 8 თებერვალს, კიევის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების ხმათა უმრავლესობით მიიღეს. 

მერის მოადგილისა და კიევის საკრებულოს მდივნის, ვოლოდიმირ ბონდარენკოს განცხადებით, ქალაქის ობიექტების სახელების შეცვლა უკრაინის კიევში ისტორიასთან დაკავშირებული ტოპონიმების გაჩენას უწყობს ხელს. 

"უკრაინის დედაქალაქი აგრძელებს იმ სახელების მოშორებას, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ჩვენი ეროვნული ცნობიერების დამახინჯებაზე... მრავალსაუკუნოვან კიევში აგრესორ ქვეყანასთან, მის საბჭოთა და იმპერიულ წარსულთან ასოცირებული სახელები არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა ბონდარენკომ. 


close დახურვა