logo
ENG



კიევში ზურაბ ადეიშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

07 თებ 202221:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/07/wzdux0c8ov065z9.jpg

კიევში უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიკტოვას მრჩეველს, ზურაბ ადეიშვილს სცემეს. 

უკრაინული პრავდას წყაროს ინფორმაციით, ადეიშვილს ქუჩაში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაესხა ადეიშვილს თავს, თუმცა საუბარია 4 ადამიანზე. წყაროს თქმით, თავდამსხმელები ქუჩაში მდგომ ადეიშვილს მიუახლოვდნენ, მისი სახელი და გვარი იკითხეს და მხოლოდ ამის შემდეგ სცემეს. თავდასხმის შემდეგ ოთხივე ადამიანი ადგილიდან მიიმალა. მიმდინარეობს გამოძიება და ადეიშვილის გამოკითხვა.  

მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 


close დახურვა