ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე კიევში ოპოზიციურმა პარტიებმა დემონსტრაცია გამართეს. აქცია „წითელი ხაზები" მაიდანზე პეტრო პოროშენკოსა და იულია ტიმოშენკოს პარტიების მიერ იყო ორგანიზებული. პარიზში დანიშნული შეხვედრის წინა დღეს მათ ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი გააფრთხილეს, რომ უფლებას არ მისცემენ სახელმწიფო კურსი შეცვალოს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას რომის პაპმა ისაუბრა. მან წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს სთხოვა ელოცათ, რომ ნორმანდიული სამიტის პოლიტიკურმა დიალოგმა უკრაინას და მის მოსახლეობას მშვიდობა მოუტანოს.
კიევში ოპოზიციურმა პარტიებმა დემონსტრაცია გამართეს
08 დეკ 201920:15
3 წუთის საკითხავი