logo
ENG



კიევში სროლისას საოლქო საბჭოს დეპუტატის სამი წლის შვილი დაიღუპა

02 დეკ 201909:07
3 წუთის საკითხავი
 
428cplg12hl78lm.jpg

სროლა კიევის ცენტრში. უცნობმა პირებმა უკრაინის დედაქალაქის საოლქო საბჭოს დეპუტატის და ბიზნესმენის, ვიაჩესლავ სობოლევის კუთვნილ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თავად დეპუტატი  საჭესთან იჯდა, როდესაც შუქნიშანზე მას უცნობი პირი მიუახლოვდა და რამდენჯერმე ესროლა. 

თავდასხმის დროს ავტომობილში სობოლევთან ერთად მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. სროლის შედეგად დეპუტატის 3 წლის შვილი დაიჭრა.  ბავშვი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. თავდამსხმელის ვინაობა სამართალდამცველებისვის ჯერ-ჯერობით უცნობია. ის შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა. კიევში მის დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

 


close დახურვა