logo
ENG



კითხვის ნიშნები მქონდა ადრეც - ოცნების ოფისში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა დაიწყო

13 ნოე 201909:57
3 წუთის საკითხავი
 
7neovnrmk5cj3ft.png

„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის ჩანიშვნის მიზეზი საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის მოთხოვნა გახდა. კერძოდ, რამდენიმე დეპუტატი აცხადებდა, რომ ისინი მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ და დამატებითი კონსულტაციების გამართვა მოითხოვეს. 

როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხს ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდა. დეპუტატი ეჭვობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. 

"ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მქონდა ადრეც, წლების წინ. ეს არ არის ახალი გადაწყვეტილება. ორჯერ წავედი კომპრომისზე. მიმაჩნია, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს სტაბილური, ძლიერი და არა რყევადი ხელისუფლება. მხარდამჭერებს რაც შეეხება, დღეს იმაზე მეტი მხარდამჭერი მყავს, ვიდრე ეს გუშინ იყო“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლო ჩაგდებას საარჩევნო ბლოკი: "თოფაძე - მრეწველები" ეწინაარმდეგებიან. "მრეწველების" წევრის სიმონ ნოზაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავა, მრეწველები აქციებში მიიღებენ მონაწილეობას. 

„ერთი რამის თქმა შემიძლია, თუ ჩავარდა კანონპროექტი, არავის გაუკვირდეს, რომ იმ მიტინგზე მრეწველებიც დადგებიან, რადგან თქვენ იცით, რომ მე მრეწველების წევრი ვარ“, - აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.

 

 

 


close დახურვა