მსახიობმა და პარლამენტის დეპუტატმა, ბუბა კიკაბიძემ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. კიკაბიძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან ბევრი საკითხი მიმოიხილეს, მათ შორის მისი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან.
"მიშა ძალიან მიყვარს და ვიცნობ... თავიდან ბოლომდე მომიყვა ყველაფერი. არ არის გატეხილი, მთავარი ეგ არის. ვილაპარაკეთ, ზელენსკი როგორ შემხვდა, ყველაფერი მოვუყევი. შენი მოქალაქეა და უნდა წაიყვანოთ, თორემ მოკლავენ. [მითხრა] დღესვე დავიწყებ რეკვასო, იმის შემდეგ ჩამოვიდა სახალხო დამცველი, შემდეგ ადვოკატი. პოლონელებს უთქვამთ ახლა, ჩვენ მოგვეცით, ჩვენ მოვარჩენთ, ჩვენ მოუვლით და მივხედავთო.
ამას დიდი გამოხმაურება ექნება. ისეთი სულელური რაღაცები ხდება, სასამართლოში მით უმეტეს. ბაიდენის კარადა რომ გავაღოთ, შეიძლება 200 კოსტუმი ეკიდოთ. სასაცილოა ეს ყველაფერი. ჩვენს დაბალ დონეზე ლაპარაკობს, რაც წაუყენეს [ბრალი]", - აღნიშნა კიკაბიძემ ჟურნალისტებთან.