logo
ENG



კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე 1 ადამიანი დააკავეს

17 სექ 202220:31
3 წუთის საკითხავი
 

კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე პოლიციამ 1 ადამიანი დააკავა. დაკავება სოფელ კიკეთშივე მოხდა.

1968 წელს დაბადებული .. ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 პირი დაჭრა. 1971 წელს დაბადებული .. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი 5 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

ბრალდებული .. დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. 

შსს-ის ცნობით, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 


close დახურვა