logo
ENG



კილაძე: ბატონ ანრის არ გაუცია დავალება გაეყარათ ჟურნალისტები

12 დეკ 201913:01
3 წუთის საკითხავი
 
ysuy2k6906g0tsj.jpg

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ჟურნალისტებზე მომხდარ ძალადობაზე განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა დაორგანიზებული პროცესი.

კილაძე საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ დავალება კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს არ გაუცია.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არ იყო დაორგანიზებული, ბატონ ანრის არ გაუცია დავალება გაეყარათ ჟურნალისტები. ამირტომ საზოგადოებას მოვუწოდებთ შეინარჩუნოს სიმშვიდე და საბოლოოდ გავარკვევთ რატომ მოხდა არეულობა და შეხლა-შემხლა“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიის წარმომადგენლები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზიდან, სადაც უვადო მოსამართლეთა კენჭისყრა იმართებოდა, ძალის გამოყენებით გააძევეს.

 

 


close დახურვა