logo
ENG



კილაძე:ქართველი ბრძენი ხალხი თვითონ გადაწყვეტს, არის თუ არა ივანიშვილი პუტინის კაცი

11 ივნ 202012:45
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკას "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია არის საყურადღებო, თუმცა გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს. 

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ ივანიშვილის მიმართ არსებული მხარდაჭერა, ყველა არჩევნებზე ფიქსირდება. 

"ყოველთვის ძალიან ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის განცხადებებს, მათ შორის კონგრესმენების განცხადებებსაც და ჩვენთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის შემფასებელი ყველაზე კარგად არის ის ქართველი, ბრძენი ხალხი, რომელიც მას ყოველწელს, არჩევნებზე, 2012 წლის შემდეგ მას აძლევს და უცხადებს უპირობო მხარდაჭერას. ხალხი აქ ცხოვრობს, ამ ქვეყანაში და ეს ხალხი ყოველდღიურად ხედავს რა კეთდება, რა არ კეთდება და იმის შემფასებელია იძინა ივანიშვილი პროდასავლური არის, თუ პუტინის კაცი - ყველაზე კარგად ამის შემფასებელი არის ქართველი ხალხი", - განაცხადა სოფო კილაძემ. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.


close დახურვა