"ქართული ოცნების" წევრი, სოფო კილაძე აქციის მონაწილეებს მიმართავს. განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ მმართველი პარტიის ოფისში, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კილაძე აღნიშნავს, რომ პარლამენტის ფუნქციონირება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
"მოვუწოდებ მათ, რომ დაბრუნდნენ კანონის ფარგლებში და იმ მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებში, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის",-აცხადებს სოფო კილაძე.