logo
ENG



კილაძე სამადაშვილს: ისე ხართ შორს ადამიანის უფლებებისგან, როგორც ჩრდილოეთ კორეა

25 ივნ 202012:08
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის წარდგენა პარლამენტში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი 20 ივნისის ამბები გახდა, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა.

„ვიღაცას შეუძლია ესროლოს დათვზე სანადირო ტყვია საქართველოს მოქალაქეს საქართველოს პარლამენტის წინ ისე, რომ ამის გამოძიება არ მოხდეს, თუ ვინ გასცა დავალება ამის გასაკეთებლად“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სამადაშვილის საპასუხოდ აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ადამიანის უფლებათა დაცვის უფლებებისგან შორს არის. 

„მე მაგალითად თქვენს ადგილზე ძალიან შემრცხვებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე შემოსვლა. თქვენ და თქვენი პოლიტიკური ძალა ისე შორს ხართ ადამიანის უფლებებისგან, როგორც საქართველო და ჩრდ. კორეა.“-აღნიშნა კილაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, სოფიო კილაძე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.

„არაკომპეტენტური ხართ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და რეგლამენტი მაინც წაიკითხეთ“, - განაცხდა სალომე სამადაშვილმა.


close დახურვა