logo
ENG



კინზინგერი: თავისუფალ არჩევნებში არ დაიშვება გაყალბება, ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება

31 ოქტ 202017:58
3 წუთის საკითხავი
 
ei55xy9vq7w9dyt.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ქართველებს არჩევნებში მონაწილეობისაკენ და სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. კონგრესმენის თქმით, დაუშვებელია სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში გაყალბება, ამომრჩეველთა დაშინება და მათი მოსყიდვა. 

"ვადევნებ თვალს ჩვენი მოკავშირის, საქართველოს არჩევნებს. ყველას მოვუწოდებ, მიეცით ხმა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პროცესის განვითარებას დაელოდეთ. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არ დაიშვება გაყალბება, დაშინება და ხმების მოსყიდვა. ჩვენი ერები ერთიანნი და ძლიერნი არიან, ამერიკას ეიმედება საქართველო", - წერს კინზინგერი ტვიტერზე. 

კინზინგერმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყურადღებით დააკვირდებოდა საქართველოში 31 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს. 


close დახურვა