logo
ENG



კინზინგერი: რუსეთის, როგორც რეგიონული ძალის დღეები იწურება, საქართველო ფლირტს უნდა შეეშვას

24 აგვ 202211:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/24/38m5vj4u083znp8.jpg

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ადამ კინზინგერი ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მრჩევლის ლევ ძენგოვის თბილისში გამოჩენას ეხმაურება და აცხადებს, რომ "საქართველო რუსეთთან ფლირტს უნდა შეეშვას" და გაიაზროს, რომ რუსეთი რეგიონში ძალაუფლებას კარგავს.

"რუსეთის, როგორც რეგიონული ძალის დღეები იწურება. მე მტკიცედ ვურჩევ საქართველოს, რომ ეს სერიოზულად აღიქვას და შეეშვას რუსეთთან ფლირტს" - განაცხადა ადამ კინზინგერმა.

22 აგვისტოს აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში გადაღებული ფოტო, რომელზეც რამზან კადიროვის მრჩეველი ძენგოვი ჩანს.

„კადიროველი ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული (აფხაზეთში იყო რამდენჯერმე) ერთობა საქართველოში და უკრაინელ ჟურნალისტს, ანტიპუტინისტ გორდონს ეს მთავრობა საზღვრიდან აძევებს. აი, მეტი როგორ უნდა თქვას ამ მთავრობამ, რომ რუსია.

პ.ს. ძენგოვი ქეთა თოფურიას ქმარია.“ - წერს გეგუჩაძე.


close დახურვა