17-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო კინოეკრანებზე "ცუდი ბიჭები" ბრუნდებიან.
"ცუდი ბიჭები სიცოცხლისთვის" - ასე ეწოდება ცნობილი ფილმის ახალ სერიას, რომელშიც მთავარ როლებს კვლავ უილ სმიტი და მარტინ ლოურენსი ასრულებენ. ინტერნეტში უკვე გავრცელდა სურათის მესამე სერიის ტრეილერი, კინოთეატრებში კი ფილმის ნახვა 2020 წლის 17 იანვრიდან იქნება შესაძლებელი.