კინოთეატრ „ამირანთან“ განთავსებული 5 მონიტორი წუხელ გამთენიისას დაუდგენელმა პირმა დაამსხვრია. დამნაშავე ამ დრომდე არ არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ კინოთეატრის ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, მათ მომხდარზე რეაგირება ვერ მოახერხეს. დღეს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენების მეორე დღეა. კინოსეანსი ამირანში 8-ის ნახევარზე უნდა დაიწყოს.