logo
ENG



კინოთეატრ ამირანთან კიდევ ერთი ფილმის პრემიერას აპროტესტებენ

02 დეკ 201921:31
3 წუთის საკითხავი
 
hgdth6kkwb1o8hi.jpg

ძალადობრივი ჯგუფები კინოთეატრ „ამირანში" ლგბტ თემატიკაზე შექმნილი კიდევ ერთი ქართული ფილმის პრემიერას აპროტესტებენ. კინოთეატრთან  შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფების  წევრები საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე ქართული ფილმის „კომეტების" ჩვენებას ეწინააღმდეგებიან. კინოსურათი ორი ქალის ურთიერთობას ეძღვნება, რომელიც მეგობრობაზე მეტია. კინოთეატრის გარეთ შეკრებილი ადამიანები აცხადებენ რომ მსგავსი ფილმები ქართულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება. ხმაურის მიუხედავად ფილმის პრემიერა შედგა.

ფილმის რეჟისორი, თამარ შავგულიძე აცხადებს, რომ ქვეყანა დასახლებულ პუნქტს ემსგავსება და ამიტომაც მადლობა უხდის მათ, ვინც დასახლებულ პუნქტში ცხოვრებას აპროტესტებს.

„მე არ ვცხოვრობ სახელმწიფოში, მე ვცხოვრობ დასახლებულ პუნქტში. დიდი მადლობა და ჩემი ღრმა პატივისცემა მათ, ვინც არ ეგუება დასახლებულ პუნქტში ცხოვრებას“, - განაცხადა თამარ შავგულიძემ.

შეგახსენებთ, რომ იგივე ჯგუფები ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასაც აპროტესტებდნენ 8 ნოემბერს.


close დახურვა