კინოთეატრ ამირანთან მიმდინარე აქციაზე, ერთი ადამიანი დაშავდა.
მას შუბლი აქვს დაზიანებული, მას დახმარებას სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანაში უწევენ.
უცნობია, რისგან მიიღო დაზიანება მოქალაქემ, თუმცა ადგილზე აქციის მონაწილეები გაურკვეველ საგნებსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს ისვრიან.
შეგახსენებთ, რომ კინოთეატრში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ ჩვენება" რამდენიმე წუთში დაიწყება.