კინოთეატრ „ამირანთან“ ამ ეტაპზე სიმშვიდეა.
„ფორმულას“ ჟურნალისტები, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების ადგილებიდან, პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავების საკმაოდ დიდი რაოდენობა და ისინი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ.
„პოლიცია ადგილზე დაიცავს ყველა მოქალაქის უსაფრთხოებას. შსს მოუწოდებს ყველა აქციის მონაწილეს, დაიცვან მართლწესრიგი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და ჩვენ მაქსიმალურს ვიზამთ, რომ სამართალდარღვევის შემთხვევაში, რეაგირება მოვახდინოთ მყისიერად,“ - აცხადებენ პოლიციის თანამშრომლები.
ფილმის ჩვენება, დაახლოებით ორ საათში დაიწყება. კინოთეატრის ხელმძღვანელობა კი მაყურებლებს მოუწოდებს ადგილზე დანიშნულ დროზე ადრე მივიდნენ, რათა მათი დარბაზში შეყვანა უსაფრთხოდ მოხდეს.