საქართველოს კინოთეატრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, მაყურებელს უსაფრთხოების გარკვეული ნორმების დაცვა მოუწევს.
კინოთეატრებს საშუალება აქვთ მიიღონ მაყურებლის არა უმეტეს 50 პროცენტისა. გაზრდილი იქნება სეანსებს შორის დროები, რათა სივრცეების ჰიგიენური ნორმებით დამუშავება მოხდეს. ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გათვალისწინებით, ღამის სეანსი 17:45 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ძალაში კვლავ რჩება ე.წ. კომენდანტის საათი.