logo
ENG



კირბი: აშშ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დამატებით დახმარებას გაუწევს

26 თებ 202201:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/lq3msu610i1wgm2.jpg

პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი ამბობს, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დამატებით დახმარებას გაუწევს.

"აშშ აპირებს გაუწიოს დამატებითი დახმარება უკრაინას უსაფრთხოებისთვის, თუმცა, როგორ იქნება ეს გაკეთებული, ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ

ჩვენ აქტიურად ვერთვებით ამ ძალისხმევაში, რომ დავეხმაროთ მათ უკეთესად დაიცვან საკუთარი თავი როგორც ლეტალური ისე არა-ლეტალური დახმარებით." - თქვა ჯონ კირბიმ.

კირბიმ ასევე თქვა, რომ დამატებით დეტალებს თუ როგორ აპირებს აშშ უკრაინისთვის დახმარების გაგზავნას, უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებს.

 


close დახურვა