logo
ENG



კირბი: ომზე პასუხისმგებლობა პუტინის რეჟიმს ეკისრება, მის გამო რუსი ხალხი არ უნდა დაიტანჯოს

04 სექ 202211:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/04/qrclj133yby0nli.jpg
კადრი: დოჟდი

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი, რუსულ ოპოზიციურ მედია დოჟდისთან ინტერვიუში კითხვაზე, უნდა დაუწესდეთ თუ არა სავიზო შზღუდვები რუსეთის მოქალაქეებს, აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე პასუხისმგებლობა პუტინსა და მის რეჟიმს უნდა დაეკისროს და არა რუსეთის მთელ მოსახლეობას. 

კირბის თქმით, ვიზაზე შეზღუდვების რუსეთის ყველა მოქალაქისთვის დაწესება არაა პროდუქტიული. ის აცხადებს, რომ აშშ-მ სანქციები პუტინის გარემოცვას დაუწესა, რათა მათ უკრაინაში შეჭრის გამო პასუხი აგონ. 

თუმცა კირბი აცხადებს, რომ ომი არ უნდა გამოვუცხადოთ რუს ხალხს და პუტინის რეჟიმის წამოწყებული არაპროვოცირებული ომის გამო ქვეყნის მოსახლეობა არ უნდა დაიტანჯოს. 

"ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები ვიზებზე რუსეთის კონკრეტული მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ის ხელსაწყოა, რომელიც დაგვეხმარება, რომ პუტინს იმაზე დავაკისროთ პასუხისმგებლობა, რასაც უკრაინაში აკეთებს და კონკრეტულად მის ოლიგარქებსა და მისი რეჟიმის იმ მხარდაჭერებს დავაკისროთ პასუხისმგებლობა, ვინც უკრაინასთან ომშია ჩართული. თუმცა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ პუტინის ქმედებებზე პასუხისმგებლობა ყველა რუსს უნდა დაეკისროს. ეს არაა პროდუქტიული ზომა. ჩვენ გვჯერა, რომ არაა საჭირო ომი მთელი რუსი ხალხის წინააღმდეგ ვაწარმოოთ. რუსი ხალხი არაა ის, ვინც უნდა დავადანაშაულოთ. აქ დამნაშავე პრეზიდენტი პუტინი და მისი კაბინეტია. ამ უსამართლო, არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში მისი რეჟიმი ახორციელებს და ამის გამო რუსი ხალხი არ უნდა იტანჯებოდეს." - განაცხადა ჯონ კირბიმ. 

 
 

close დახურვა