"კლანი უნდა დასრულდეს" - ამ ლოზუნგით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს, აქცია იმართება.
მოსამართლეთა შერჩევის პროცესს დამოუკიდებელი იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ. აქციის მონაწილეები კლანურ მმართველობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის გავლენა უნდა დასრულდეს. იმავე პრობლემებზე საუბრობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილიც.
"ისინი კიდევ ეცდებიან და კვლავ იბრძოლებენ იმისთვის, რომ თავისი ხალხი კიდევ ერთხელ გაიყვანონ უზენაეს სასამართლოში, რათა ხელში ჰქონდეთ ბერკეტი საკასაციო სასამართლოს ინსტანციის მართვასთან დაკავშირებით. ანუ უზენაესი სასამართლო იყოს ჩინჩალაძის გავლენების ფარგლებში. ინტერესიც კი აღარ არსებობს ამ პროცესთან მიმართებაში",- ამბობს ჯანეზაშვილი.
6 კანდიდატიდან დღეს საბჭოში ორ მოსამართლეს - აბუსერიძე გოჩას და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.