კლინიკა "მედსიდან" ერთი ადამიანი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს მომატებული ტემპერატურა და სხვა საყურადღებო სიმპტომები აღენიშნებოდა. ახალგაზრდა კაცი იტალიიდან 1 კვირის წინ ჩამოვიდა და იქ 1 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. კლინიკაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.