კლინიკა რუსთავში კორონავირუსით 29 წლის გიორგი კაკოშვილი გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 10 დეკემბრიდან მკურნალობდა.
კლინიკაში ფორმულას განუცხადეს, რომ პაციენტს თანმხლები დაავადებები არ სჭირდა, თუმცა, მათი თქმით, გადმოყვანისას ახალგაზრდა მამაკაცი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო.
როგორც კლინიკის პრესსამსახური განმარტავს, კაკოშვილს ცალი ფილტვი სრულად ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.