logo
ENG



კლინიკის დირექტორი ილია II-ზე: მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო

17 მარ 202615:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/17/k8j5n562fw8uvtq.jpg

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის სოფო ასპანიძე ამბობს, რომ პატრიარქის მდგომარეობა კვლავ მძიმე და საყურადღებოა.

"პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები. ყველა შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური და ვფიქრობთ, ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში", - თქვა კლინიკის დირექტორმა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღამით პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

მოგვიანებით, კლინიკის დირექტორმა თქვა, რომ ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

მისივე თქმით, ილია II კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. 


close დახურვა