კლინტ ისტვუდი 90 წლისაა. ლეგენდარული მსახიობი და რეჟისორი უკვე 65 წელია, კინოეკრანებზეა.
პირველი როლი ჰოლივუდში პროფესიით პიანისტმა ისტვუდმა 1955 წელს მიიღო, ცნობილი კი ვესტერნის ჟანრის კინოსურათებით გახდა.
ბოლო ფილმში, რომლის რეჟისორიც თავად იყო, მსახიობმა 2018 წელს ითამაშა და ომის 90 წლის ვეტერანის როლი შეასრულა.
კლინტ ისტვუდს კარიერის განმავლობაში 149 სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული.