ტრაგედიის ერთი წელი, კატასტროფის ერთი წელია ჩვენს სამშობლოში. ეს არის დიდი ტრაგედია თითოეული უკრაინელისთვის. ეს არამხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის დიდი ტრაგედიაა. მაგრამ ეს ყველაზე დიდი ტრაგედია აღმოჩნდა რუსეთისთვის, ადამიანისთვის, რომელმაც ერთ დღეს გადაწყვიტა, რუსეთის გაფართოებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გაენადგურებინა. უკრაინა აკვირვებს მთელ მსოფლიოს ჩვენი წინააღმდეგობით. ჩვენ მხოლოდ დღეებსა და კვირებს გვაძლევდნენ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ერთი წელია წარმატებით ვიცავთ სამშობლოს. ჩემი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ შემდეგია: პუტინს საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს, თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, შემდეგი თქვენ - ქართველები იქნებით. ჩვენ ვიბრძვით არამხოლოდ ჩვენი სახლებისთვის, არამედ თქვენი სიცოცხლეებისთვისაც.
კლიჩკო: თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, შემდეგი თქვენ - ქართველები იქნებით
23 თებ 202320:16
3 წუთის საკითხავი