კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო.
კლიჩკოს თქმით, ე.წ. შაჰიდის დრონების საფრთხის გამო დედაქალაქში 7 საათზეა მეტია საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.
ქალაქის მერი მოსახლეობას მოუწოდებს გარეთ არ გავიდნენ და უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლონ. მისი თქმით, კიევის საჰაერო სივრცეში კიდევ რამდენიმე დრონი შეინიშნება.
დრონები კიევის თავზე პირველად გვიან ღამით შენიშნეს.