კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში ღამის შეტაკებების დროს 35 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 ბავშვია. მას არ დაუზუსტებია, დაშავებულებს შორის რამდენია სამხედრო და სამოქალაქო პირი.
მანვე განაცხადა, რომ ამჟამად კიევში რუსული მსხვილი წარმომადგენლობა არაა.
მთელი ღამის განმავლობაში კიევში სროლისა და შეტაკებების ხმა ისმოდა. მოსახლეობა სახლებში იყო ან თავშესაფრებში. როგორც ცნობილი გახდა, ქალაქში მეტროსადგურების მუშაობა ჩერდება და მათი გამოყენება თავშესაფრებისთვის იქნება შესაძლებელი.
გამთენიისას რუსული რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. შემთხვევის შედეგად არავინ გარდაცვლილა, არიან დაშავებულები.