logo
ENG



კლუბები და ფესტივალები რეგულაციების მკაფიოდ განსაზღვრას და საქმიანობის განახლებას ითხოვენ

28 ივლ 202012:02
3 წუთის საკითხავი
clock 611

 

კლუბების, ფესტივალების და ბარების წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და ითხოვენ, საბოლოოდ და მკაფიოდ განისაზღვროს ის რეგულაციები, რომელიც განურჩევლად იმუშავებს ქალაქში მიმდინარე ყველა ღონისძიებაზე.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ივლისის ბოლო პერიოდის სათანადოდ ვერ გამოყენება უმძიმეს დარტყმას მიაყენებს კლუბებსა და ბარებში დასაქმებულ ათასობით ადამიანს.

მიმართვის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების აკრძალვაზე შეზღუდვა მოიხსნა. თუმცა, შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ  ელექტრონული მუსიკის საღამოები, კულტურულ ღონისძიების ნაცვლად, "გასართობ ღონისძიებად" მიიჩნია და ამის გამო, 17 და 18 ივლისს, ელექტრონული მუსიკის საღამოების ორგანიზატორები  10 000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა. დღევანდელი მოცემულობით: ვინც ერთხელ უკვე დაჯარიმებულია 10 000 ლარად, განმეორებით ანალოგიური მოქმედების შემთხვევაში მისი მოქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. სასჯელად კი მათ შორის მითითებულია, ჯარიმა და კომპანიის ლიკვიდაცია.

"დაუყოვნებლივ მოვითხოვთ  უფლებამოსილ უწყებებთან შეხვედრას, რათა ჩვენთან ერთად, საბოლოოდ და მკაფიოდ განისაზღვროს ის რეგულაციები, რომელიც განურჩევლად იმუშავებს ქალაქში მიმდინარე ყველა ღონისძიებაზე და რომლის მიხედვითაც საქმიანობის განახლება შეგვეძლება, არაუგვიანეს მომდევნო  პარასკევისა. ჩვენი სფეროს სპეციფიკიდან გამოდინარე, ივლისის ბოლო პერიოდის სათანადოდ ვერ გამოყენება უმძიმეს დარტყმას მიაყენებს ამ სფეროში დასაქმებულ ათასობით ადამიანს.  ჩვენს სფეროს სახელმწიფოსგან არ მიუღია ფინანსური დახმარება და საქმიანობის შეზღუდვის გაგრძელების შემთხვევაში რიგი დაწესებულებები გაქრობის წინაშე აღმოჩნდებიან. ათასობით თანამშრომელს კი ემუქრება სამსახურების დაკარგვა, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ: Altervision Group, Baghi Bauhaus, Bar Bassiani,  Cafe Gallery, Ciskari, Colibri,  Daisi,  Dedaena Bar,  Drama Bar,  Khidi, Lisi Rest, Mtkvarze, Mzesumzira,  Politika, Prince Bar,  Success Bar,  The Cultural and Creative Industries Union of Georgia, Tivi, Treeball, 303 HZ.

ცნობისთვის, "მზესუმზირამ" 23 ივლისს განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამი იყო, რომ კომუნა 17 ივნისს გამართული ელექტრონული მუსიკის ღონისძიებისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს.

შრომის ინსპექციამ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც "მზესუმზირასა" და სხვა ღონისძიებების ორგანიზატორების დაჯარიმების მიზეზების ახსნა სცადა.

"იმ ობიექტების მიმართ, სადაც გამოვლენდა ისეთი შეუსაბამობები, რომლებიც იყო განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ახალი კოროვანირუსის გავრცელების თვალსაზრისით, შედგა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში. 

თავის მხრივ, კომუნა "მზესუმზირამ" შრომის ინსპექციის არგუმენტაციას "უტიფარი ტყუილი" უწოდა.

24 ივლისს კლუბებისა და ფესტივალების დაჯარიმებულმა დამფუძნებლებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები წარმოადგინეს. როგორც პრესკონფერენციაზე კლუბის "მტკვარზე" ერთ-ერთმა დამფუძნებლმა ქეთა გაბუნიამ განაცხადა, აუცილებელია შრომის ინსპექციის მიერ გამოწერილი ჯარიმების გაუქმება.

ცნობისთვის, ია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა 13 ივლისს, გარკვეული პირობებით, მოიხსნა


close დახურვა