"კოალიცია ცვლილებებისთვის" რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული 71 წლის აზა ჩილაჩავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩილაჩავა "ქართველობისა და რეჟიმის ხრწნის გამოვლინებაა"
კოალიცია მის გათავისუფლებას მოითხოვს.
"უკანონო პატიმრობაში მყოფ 71 წლის გაგრელ დევნილ ქალს, აზა ჩილაჩავას მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.
გაგრელი აზა ჩილაჩავა, რომელმაც ოკუპირებულ გაგრაში გმირობის ნამდვილი მაგალითი აჩვენა და ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები მშობლიურ მიწას მიაბარა, დღეს უკანონო პატიმრობაში ჰყავს ივანიშვილს გზის გადაკტევისა და პირბადის ტარების გამო. ხოლო, რეჟიმის პროკურატურის მიერ დადასტურებულად კორუმპირებული ღარიბაშვილი თავისუფლებაზეა.
გაგრელი აზა ჩილაჩავას უკანონო პატიმრობა არის ქართველობის, ტრადიციების, იდენტობისა და ჩვენი წარსულის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეჟიმის ხრწნის გამოვლინება.
აზა ჩილაჩავა უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს!", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 71 წლის აზა ჩილაჩავა "ოცნების" პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გუშინ დააკავა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მან მშრალი შიმშილობა დაიწყო.
