logo
ENG



კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა

31 ივლ 202613:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/31/34xswhq83htwenr.png

კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი ქართველი ემიგრანტებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების დასაბრუნებლად კამპანიას იწყებენ, სახელწოდებით - ემიგრანტის ხმა. 

კამპანიის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა წევრმა, თენგო თევზაძემ ისაუბრა. პარტიები იწყებენ მზადებას საკონსტიტუციო სარჩელისთვის, რათა ემიგრანტებს არჩევნებში ხმის უფლება დაუბრუნდეთ. 

"კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებლის ერთობლივი პროექტი და კამპანია, ემიგრანტის ხმა, უკვე ძირითად ფაზაშია. ქართველ ემიგრანტებს, 2025 წელს რეჟიმმა ჩამოართვა საარჩევნო ხმის უფლება. 2024 წლის გაყალბებულ არჩევნებში ემიგრანტების ხმების მხოლოდ 13.4% ხმა ჰქონდა ქართულ ოცნებას, ხოლო პარტიულ რიგითობაში მე-4 ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ, ცხადი იყო, რომ ქართული ოცნება ჩამოართმევდა ემიგრანტებს ხმას, იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ მოისყიდა, ვერ გატეხა, ვერ შეაშინა და მათ თავისუფალ გარემოში შეეძლოთ თავისუფლად დაეფიქსირებინათ არჩევანი. ქართველი ემიგრანტებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა არის კონსტიტუციის დარღვევა, ასევე ღალატი იმ ადამიანების, ვინც ქართული ეკონომიკის და სახელმწიფოს მთავარი კონტრიბუტორია.

ჩვენ, პოლიტიკური პარტიები და ემიგრანტები ვიწყებთ კამპანიას - "ემიგრანტის ხმა" და გვინდა, რომ საბოლოო ჯამში შესრულდეს ის მთავარი მოთხოვნა, რაც ქართულ საზოგადოებას აქვს:

1: დაუბრუნდეთ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება

 

2: შეიქმნას ის ინფრასტრუქტურა, რაც ქართველ ემიგრანტებს მისცემს თავისუფლად საკუთარი საარჩევნო უფლების გამოხატვის შესაძლებლობას

ერთის მხრივ, შემოგვიერთდით ჯგუფში "ემიგრანტის ხმა" და ასევე, ჩვენ გვჭირდება ბევრი ემიგრანტის ხელმოწერა პეტიციაზე, რათა საბოლოო ჯამში, პოლიტიკურთან ერთად, სამართლებრივი გზით ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ და საკონსტიტუციო სარჩელით, ცხადვყოფთ და დავამტკიცოთ, რომ არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობა და მათი საარჩევნო უფლება არის მნიშვნელოვანი, კონსტიტუციასთან შესაბამისი და ასევე, ქართველებს, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, უნდა ჰქონდეთ სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა", - თქვა თენგო თევზაძემ. 


close დახურვა