logo
ENG



კოალიციას ცვლილებებისთვის ნანა მალაშხია და ივა ჭყონია შეუერთდნენ

23 სექ 202421:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/23/5s654aucqd19zi8.png

კოალიციას ცვლილებებისთვის საჯარო მოხელე, ქალი ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხია და აირჩიე ევროპას თანადამფუძნებელი ივა ჭყონია შეუერთდნენ. გუნდის ახალი წევრები კოალიციის ლიდერებმა ზურა ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ ღონისძიებაზე წარადგინეს.

"ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა მე ამაში დავინახე შესაძლებლობა, რომ თქვენთან ერთად, ამ გუნდთან ერთად ვიბრძოლო ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ცვლილებებისათვის, ცვლილებებისათვის, რომელიც ამ ქვეყანაში დაასრულებს უიმედობას, სიღარიბეს, კორუფციას, ირაციონალურ შიშებს. ცვლილებები, რომლებიც დაასრულებს ამ ქვეყანაში ზიზღსა და სიძულვილს, რომელიც ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურ იარაღად აქცია და დააკანონა კიდეც. ცვლილებები, რომლებიც დაასრულებს ამ ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას, ავტორიტარიზმს და ბელადომანიას"- თქვა ნანა მალაშხიამ.

"ჩავთვალე, რომ ცემს ცხოვრებაშიც დადგა ცვლილების დრო. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მივიღე იმიტომ, რომ დღეს თუ არა, როდის მაშინ? დღეს უნდა დავიწყოთ ბრძოლა იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისათვის, რომელიც წინ ელოდება ჩვენს ქვეყანას"- თქვა ივა ჭყონიამ.

კოალიცია ცვლილებებისათვის აერთიანებს პარტია ახალს, გირჩი - მეტი თავისუფლებას, დროას.


close დახურვა