logo
ENG



კობახიძე: არესტოვიჩის ჩართულობა ადასტურებს, რომ მათი სურვილი ქვეყანაში ვითარების არევაა

27 დეკ 202215:37
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: არესტოვიჩის ჩართულობა ადასტურებს, რომ მათი სურვილი ქვეყანაში ვითარების არევაა

ზოგადად, ყველამ იცის, რა უნდა არესტოვიჩს. არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტი, პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ და ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ერთადერთი მიზანი ამ კამპანიის უკან არის საქართველოში არეულობის გამოწვევა, მეორე ფრონტის გახსნა, ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურად იკვრება, როდესაც ჩვენ ვისმენთ არესტოვიჩის შესაბამის განცხადებას.

რა თქმა უნდა, ეს ასეა, რა თქმა უნდა, ერთადერთი მიზანი იმის უკან, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, არის ქვეყანაში ვითარების... მათ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ ქვეყანაში ვითარების არევა. ამაში ჩვენ შეგვიძლია ეჭვი შევიტანოთ, მაგრამ მათ ამის სჯერათ, შესაბამისად, არესტოვიჩის ჩართულობა ამ ყველაფერში, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათი სურვილი, ამ გათავისუფლების უკან არსებული სურვილი, არის სწორედ ქვეყანაში ვითარების არევა და მეორე ფრონტის [გახსნა].


close დახურვა