logo
ENG



კობახიძე: არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო და ასეთი კახი კალაძეა

15 ივნ 202100:08
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო და ასეთი კახი კალაძეა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო და ასეთი არის კახი კალაძე". 

როგორც კობახიძემ მთავარი არხის ეთერში განაცხადა, მას ერთი ფაქტიც არ ახსენდება, რომ კახა კალაძესთან რომელიმე საკითხზე სხვადასხვა პოზიცია ჰქონოდა. 

"არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო და ასეთი არის კახი კალაძე. პირადად მასთან მაქვს ურთიერთობა, ჩვენ პრაქტიკულად ტანდემში ვმუშაობდით ორი კაცი. 2014 წლის ბოლოს, როცა გავხდი აღმასრულებელი მდივანი, 2 წელი ერთად ვმუშაობდით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შემდეგ გაგრძელდა ეს ერთობლივი სამუშაო პროცესი.

მუდმივად ამ რეჟიმში ვმუშაობთ და ერთი ფაქტიც არ მახსენდება იმის, რომ ჩვენ სხვადასხვა პოზიცია გვქონოდეს გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, ერთი მარტივი მიზეზის გამო - კახი კალაძე ყოველთვის საქმიდან და ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის და გუნდის ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს და დგამს ნაბიჯებს. ეს არის ისეთი გამოცდილება, 7-წლიანი გამოცდილება, რომელიც სრული სიმყარის გარანტიას იძლევა როდესაც ადამიანს აფასებ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პარტიის დატოვებას თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე აპირებს. ჩვენი ცნობით, მერი არამხოლოდ პარტიიდან, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის. არსებული ინფორმაციით, კალაძემ, შესაძლოა, დატოვოს ქვეყანაც და საცხოვრებლად მილანში დაბრუნდეს, თუმცა კალაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. 

აღსანიშნავია, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ფორმულას მიერ გავრცელებული არა ერთი ინფორმაცია გამართლდა, მათ შორის ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის გადადგომის, გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვების და თავად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. 

 


close დახურვა