logo
ENG



კობახიძე: აფინანსებდნენ სიძულვილის ენას, უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები

19 მაი 202611:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/19/8qoitn1iwc5d0k9.png

ვხედავდით, რა იყო უცხოური ჩარევის, მათ შორის NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი, ეს იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, ჩვენ საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ. აქ საუბარია არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, აქ საუბარია, მაგალითად, მართლმადიდებელ ეკლესიაზე, სხვა ინსტიტუტებზე, ეს იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ხაზი, რომელსაც მიჰყვებოდა უცხოური ჩარევა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის NGO-ების უცხოური დაფინანსება.

პირდაპირ, მიზანმიმართულად აფინანსებდნენ NGO-ების გავლით საქართველოში სიძულვილის ენის დამკვიდრებას, სიძულვილის გაღვივებას. ამას უნდა დავუპირისპიროთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმები და რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელიც გუშინ გაახმოვანა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ სამმართველოს შესაბამისი დანაყოფის ეფექტიან მუშაობას. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ არავინ მოგვახვიოს თავს გარედან სიძულვილი.

ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა, ყველა ქვეყანაში, სადაც იგივე ძალები ცდილობენ ჩაერიონ ადგილობრივ პროცესებში ყველგან ვხედავთ, სიძულვილის გაღვივების ერთი ხელწერით დანერგილ ამ მცდელობებს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან მკვეთრი დაპირისპირება და ზუსტად ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც გუშინ გახმოვანდა...

სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილთან, სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, ეს ინფორმაცია თავად შეიძლება შეაგროვოს შესაბამისმა დანაყოფმა, შეიძლება მას გაუზიარონ ინფორმაცია, საჯარო ინფორმაციის საფუძველზეც შეიძლება წამოიწყოს კონკრეტული საფუძვლები.

კანონმდებლობა უკვე დადგენილია. არსებობს შესაბამისი რეაგირების მექანიზმები, შესაბამისი სანქციები. მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შსს-ს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური.


close დახურვა