logo
ENG



კობახიძე: გერმანული მოდელი არ არის კონსტიტუციასთან თავსებადი

16 ნოე 201913:38
3 წუთის საკითხავი
 
wx06bm9i5ftebzd.png

„გერმანული მოდელი არ არის თავსებადი იმ კონსტიტუციასთან, რაც არის ჩამოყალიბებული“- ასე პასუხობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის შეთავაზებას გერმანულ მოდელზე. კობახიძის თქმით, ამ მოდელზე მსჯელობა არის შეუძლებელი. მან ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა 2020 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ, ვინაიდან, მისი თქმით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

გერანულ მოდელზე საუბარი იყო 2016 წელსაც. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი იმ კონსტიტუციურ მოცემულობასთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული, ამიტომ ამ სისტემაზე მსჯელობა  არის შეუძლებელი სამართლებრივი მიზეზით. სხვა მიზეზებზე არ მინდა ყურადღების გამახვილება. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მათ მოვუწოდებ მოემზადონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, არჩევნები რიგგარეშე იქნება თუ არ იქნება რიგგარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის შედეგის კუთხით პოლიტიკური მოცემულობა არ იცვლება, ერთ და მეორე შემთხვევაშიც დამაჯერებლად მოვიგებთ ორივე არჩევნებს. ჩვენთვის პოლიტიკური განსხვავება ამ კუთხით არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად სპეკულაციურია ეს მოთხოვნა, მათაც არ აწყობთ ასეთი რამ, უბრალოდ რაღაც მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ, ვერ მოიფიქრეს, ჯერ იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა