logo
ENG



კობახიძე: გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი

11 ოქტ 202415:47
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ასეთ პროცესებზე არსებით გავლენას ახდენს გლობალური ომის პარტია. ის ფაქტი, რომ გადაიდო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის [ევროკომისიის] ამ დასკვნის გამოქვეყნება, მეტყველებს ერთ რამეზე – გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი. ხედავენ, რომ ოპოზიცია მძიმედ აგებს ამ არჩევნებს, შესაბამისად, შეიძლება აქცენტი გადაიტანონ პოსტსაარჩევნო პროცესებზე. მე მგონია, რომ ამას უკავშირდება გლობალური ომის პარტიის გადაწყვეტილება, ამ დასკვნის გამოქვეყნების გადავადების თაობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

 


close დახურვა